16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს შეძენილი ძვირად ღირებული ნივთი ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით და წონასწორობას დიდი ხნით დაკარგავთ. იქნებ დაფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის?
კურო
ეს დღე დაკარგვას უკავშირდება. დიდი ალბათობით, შეცდომას ფინანსების დათვლის დროს დაუშვებთ. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. მოერიდეთ ძალიან ძვირიანი ნივთების შეძენას და სარისკო ხარჯებს.
ტყუპები
ამ დღეს ცვლილებები გელოდებათ. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. სამსახურში საკადრო ცვლილებები გელოდებათ, არ გამოირიცხება, დაწინაურდეთ კიდეც. სიახლე, თითქოს კარგია, მაგრამ შეგიძლიათ, საკმაოდ დელიკატური პოზიცია დაიკავოთ. თუკი ადრე ამ თანამდებობაზე თქვენი კოლეგა მუშაობდა, თქვენი ამ თანამდებობაზე მუშაობის თანხმობით შესაძლოა, მეგობარი დაკარგოთ.
კირჩხიბი
საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელიც თქვენს დაბნევას გამოიწვევს. ნუ იტყვით უარს შემოთავაზებაზე, იმ შემთხვევაშიც, თუკი ფიქრობთ, რომ ახალ საქმეს ვერ გაუმკლავდებით. გონივრულად გადაანაწილეთ სამუშაო და დასვენება. გადადეთ საქმეები, რომლებიც სასწრაფო შესრულებას არ მოითხოვს.
ლომი
ვარსკვლავები პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. ახალი ნაცნობობა სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის. არ გამოირიცხება, ახალი ბიზნესის წამოწყება, განათლების მიღება ან მოგზაურობა შემოგთავაზონ. შეგიძლიათ, სრულიად ენდოთ გარშემომყოფებს, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ.
ქალწული
გარშემომყოფებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ, რადგან სამართლიანად შეასრულებთ საკუთარ საქმეებს. თქვენი ახლობლები გენდობიან და ამ ნდობის დამსახურებით კარიერაში ბევრს მიაღწევთ. მოემზადეთ დაუღალავი შრომისთვის და უნარების განვითარებისთვის, რათა გახდეთ სპეციალისტი, რაც თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს.
სასწორი
ახალი ნაცნობობა გელოდებათ. არ გამოირიცხება მჭიდრო, საქმიანი თანამშრომლობა საპირისპირო სქესის მქონე ადამიანთან. განწყობა აგიმაღლდებათ. შეგიძლიათ მთელი გულით გაიხაროთ ცხოვრებით. სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებში მოერიდეთ ამაოებაზე საუბარს, თუნდაც მინიშნებით.
მორიელი
ამ ნიშნით დაბადებულები დახმარების თხოვნისადმი გულგრილები არ იქნებიან, განსაკუთრებით, თუკი თხოვნა საპირისპირო სქესის მქონე ადამიანისგან იქნება. მორიელებს შეუძლიათ, ბევრი გამოიმუშაონ, თუმცა, კაპიტალის შენახვა გაგიჭირდებათ. შეეცადეთ, სწორად და ეკონომიურად გადაანაწილოთ თანხები.
მშვილდოსანი
საპირისპირო, ორმაგი დღე თქვენთვის. არ გამოირიცხება, რომ ხელშეკრულებების გადახედვამ ბევრი დრო წაგართვათ. ახალი საქმეები გაგირთულდებათ, ამიტომ, უმჯობესია, დაწყებულ საქმეზე მუშაობა დაასრულოთ. შეეცადეთ, სწორად გადაანაწილოთ დატვირთვა, არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგიისგან სრულიად დაიცლებით.
თხის რქა
ამ დღეს შესაძლოა, შეგიყვარდეთ, შეიცვალოთ სამსახური, აიღოთ ხანგრძლივი საქმე და ამ ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, საკუთარი ინიციატივით. შეგიძლიათ, ის მწვერვალი დაიპყროთ, რომელზეც ჯერ არ ყოფილხართ. ამისთვის აუცილებელია სითამამე და გადაწყვეტილების მიღების უნარი. იყავით თავდაჯერებული.
მერწყული
ამ დღეს მერწყულებს შეუძლიათ, მთები გადადგან და შეუძლებელი შეძლონ. გამოირჩევით შესაშური სითამამით და მიზანდასახულობით. გადალახავთ ნებისმიერ წინააღმდეგობას და საკუთარ სიმართლეში მთელ სამყაროს დაარწმუნებთ.
თევზები
ეს დღე შესანიშნავია პროფილაქტიკისა და ბევრი პრობლემის გადასაჭრელად. სპეციალისტების კონსულტაციები, სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები მცირედ უსიამოვნებებს გამოავლენს, ამიტომ სასურველია, წინასწარ მიიღოთ შესაბამისი ზომები. პროფილაქტიკური პროცედურები მაქსიმალურ ეფექტს გამოიღებს.